ჯეჯელავა: ჩვენი გუნდისთვის კალაძე მერობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

 
ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებთან განაცხდა, რომ გუნდისთვის თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე საუკეთესო ვარიანტია.  „ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. არჩევნები თავისთავად გულისხმობს ალტერნატივებს. ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. თუმცა ჯერ პროცედურებია გასავლელი. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატი, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. ჩემთვის კახა კალაძე მისაღები კანდიდატია”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ამის შესახებ გუშინ მუხრანში, საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ გია ვოლსკიმაც ისაუბრა.  მისი თქმით, სავარაუდოდ კახა კალაძე იქნება მერობის კანდიდატი.  „ვფიქრობთ, კახა კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს",- განაცხდა გია ვოლსკიმ.