ჯეჯელავა: გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა საბუნებისმეტყველო მიმართულებით
განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა, სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით.
ამის შესახებ ჯეჯელავამ ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდენის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ განუცხადა.
„მე ხაზს გავუსვამდი სოფლის სკოლებსა და ქალაქის სკოლებს შორის ძალიან დიდ განსხვავებას შედეგიანობაში მოსწავლეების. მათ შორის, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა, სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით და ამიტომ, მოგეხსენებათ, რომ ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის საკითხებიც არის და ძალიან ბევრი, რაც უკავშირდება სოფლის სკოლებს“ - თქვა ჯეჯელავამ.