„ჯეოსელისა" და „მაგთის" ტარიფები იზრდება

 
„ჯეოსელისა" და „მაგთის" აბონებტებს მომსახურების ტარიფები გაეზრდებათ.  კომპანია „სილქნეტის" განცხადების თანახმად, „ჯეოსელის" აბონენტებისთვის პაკეტი „მეტი S" 5-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, „მეტი M - 10-ის ნაცვლად 15 ლარი, ხოლო „მეტი უსასრულო" - 25-ის ნაცვლად 30 ლარი.  რაც შეეხება ახალ მობილურ ინტერნეტპაკეტებს, ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: 1.5 გბ 6 ლარი, 3 გბ 8 ლარი, 5 გბ 12 ლარი, 8 გბ 15 ლარი, 20 გბ 30 ლარი, 2 გბ დღიური 1,5 ლარი. „ჯეოსელის" განახლებული ტარიფების სრული ჩამონათვალი შეიძლიათ ნახოთ ბმულზე. რაც შეეხება „მაგთის", განახლებული ინტერნეტი მობილური პაკეტები ასე გამოიყურება: რაც შეეხება შერეულ პაკეტებს, პაკეტი „მარტივის" ღირებულება 30 ლარი იქნება და მასში ინტერნეტი გიგაბაიტის ნაცვლად გიგაბაიტნახევარი იქნება გათვალისწინებული.  „მაგთის" ტარიფების ჩამომონათვალი ნახეთ ბმულზე.