ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მიდის - ქობულია "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზებაზე

 
მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზებას ჯერჯერობით  არ იგეგმება. „საქართველოს რკინიგზასთან“ დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საუბარია იმაზეც, რომ   ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, გავმიჯნოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატორი, როგორც ორი კომპანია რკინიგზის შიგნით.   ეს არის ევროკავშირთან შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ვფიქრობთ, ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ეფექტურობამ აიწიოს, რაც დაგვეხმარება უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ რკინიგზაზე და დიდი წვლილი შევიტანოთ  ჩვენი ქვეყნის  ლოგისტიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზებას და გასხვისებას, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მიდის. რასაც ჩვენ ვგეგმავთ,  ეს არის უფრო მეტი კერძო ოპერატორების შემოყვანა მოძრავ შემადგენლობაში. ეს არ არის პრივატიზება, ეს არის რკინიგზის ჰოლდინგის  შიდა რესტრუქტურიზაცია,  თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ოპტიმიზაცია“ - ამბობს მინისტრი.