„ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა მინიმუმ 416 მილიონი ლარია - ანგარიში
2015 წლიდან „მწვანე ალტერნატივა“ გამოსცემს პერიოდულ ანგარიშს „გარემოს მდგომარეობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოში“. ორგანიზაციას სხვა კომპანიებთან ერთად მომზადებული აქვს „ჯორჯიან მანგანეზის“ პროფილიც. „მწვანე ალტერნატივის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დაანგარიშებული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ 416 110 418 ლარს შეადგენს.
წაიკითხეთ ამონარიდი კომპანიის პროფილიდან:
2013 წელს დაწყებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა უკანონო ტყეთსარგებლობის და ხე-ტყის განადგურების არაერთი ფაქტი:
„ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკებისა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარდა, ჯორჯიან მანგანეზის საწარმოო ციკლში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. საწარმოს ნებართვა 2010 წლის 1 იანვრამდე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად უნდა მოეპოვებინა. თუმცა, საწარმოს ნებართვა დღესაც არ აქვს. კანონის ურჩი და უხეში დარღვევის გამო საწარმო არაერთხელ დაჯარიმდა. 2015 წელს მესამედ ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს ფუნქციონირების შედეგად მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 60 472 413,6 ლარი შეადგინა“, - წერს „მწვანე ალტერნატივა“
2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ„ჯორჯიან მანგანეზს“ სპეციალური სახელმწიფო მმართველი გარემოსთვისკატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანსრეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა.