კახა კალაძე "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

 
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დასახელდა -  ჟურნალისტებს ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა. თალაკვაძის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და „ქართული ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.