კახა კალაძე „რუსთავი 2-ს" - ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში და იქნებით მხილებულები

 
დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქის მთავრობის სხდომა გამართა, რომელზეც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.  მათ შორის თბილისის მერმა ისაუბრა „რუსთავი 2-ზე“ გასული სიუჟეტის შესახებ და განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს, საახალწლოდ სცენის მოსაწყობად 2 მილიონი ლარი იხარჯება. მისი თქმით, ეს თანხა მილიონს ოდნავ აღემატება და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სცენით, განათებითა და სხვა აღჭურვილობებით მომსახურებას ითვალისწინებს.  „ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში - თქვა დედაქალაქი მერმა - ჩვენ ყოველთვის მივაწვდით სწორ ინფორმაციას მოსახლეობას და მხილებულები იქნებით იმ სიცრუეში, რასაც ახორციელებთ“.