კახიანი: ზოგიერთ საკითხზე, რომლებზეც თოფაძემ ისაუბრა, განსხვავებული აზრი მაქვს

 
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" წევრ გიორგი კახიანის თქმით, გარკვეულ საკითხებში გოგი თოფაძისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. „მე პირადად ზოგიერთ საკითხზე, რაზეც ამ ბოლო დროს ბატონმა გოგიმ ისაუბრა და თავის მოსაზრებები დააფიქსირა, განსხვავებული შეხედულებები მაქვს" - თქვა კახიანმა. დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" წევრებისგან პასუხს მოელის, თუ რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ საქმიანობის გაგრძელება ფრაქციაში გოგი თოფაძის თავმჯდომარეობის პირობებში. ბერძენიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ  გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ „ორკესტრირებულ კამპანიას" მიმართავს.