კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.
ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის.