კატრინ ბრაის "სხეულის კინო" - თეო ხატიაშვილის პოდკასტი

 
"თუ ტრადიციულ კულტურაში სხეული ქალის ციხედ იქცევა, სწორედ ამ სხეულით ახდენს ბრია, როგორც ქალი, თვითრეპრეზენტირებას. ამ სხეულითვე წერს ახალ ენას. ამიტომ, მის ფილმებს ხშირად სხეულის კინოს უწოდებენ." თეო ხატიაშვილი გვიამბობს ფრანგი რეჟისორის, კატრინ ბრიას ხედვაზე და მის ფილმებზე, რომელიც სხვა თვალით ანახებს მაყურებელს ქალის დეტერმინირებულ როლს და მის სექსუალობას, რომლის არსებობაც დიდი ხნის მანძილზე უარყოფილი იყო. „ქალთა ფონდი საქართველოში" და „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" წარმოგიდგენთ „ფემინსტრიმს" - ფემინისტურ აუდიოპოდკასტებს კულტურაზე. პოსტასტები ყოველ ორშაბათს ფონდების ვებგვერდებსა და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება. ლიტერატურა / ნათია გვიანიშვილი მუსიკა / ლილი მამულაშვილი კინო / თეო ხატიაშვილი ხელოვნება / ხათუნა ხაბულიანი უნდა გაშიშვლდეს ქალი მუზეუმში მოსახვედრად? - ხათუნა ხაბულიანის პოდკასტი​