ხანძარი ლონდონში: 50-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, არის მსხვერპლი

 
ლონდონში 24-სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.  BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილო კენსინგტონში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას.  თვითმხილველების თქმით, მათ შენობაში ჩაკეტილი ადამიანები დაინახეს. BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ კორპუსი ჩამოიშალოს.  გრენფელის თაუერში ხანძარი შუა ღამით გაჩნდა.  ადგილზე ამ დრომდე 200-მდე მეხანძრეა მობილიზებული.