ხაზარაძის თქმით, მუქარის შემცველი წერილის ავტორი გიორგი გახარიაა

 
მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილი, რომელიც, მისი შეფასებით, იყო მუქარის შემცველი, არჩევნების მეორე ტურამდე გიორგი გახარიასგან მიიღო.  „არჩევნების მეორე ტურის წინ მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ." - განაცხადა ხაზარაძემ.