ხელისუფლება ქართული ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაშია ჩაბმული - ნიკა გვარამია

 
ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლება ქართული ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებაშია ჩაბმული. „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ხელისუფლებას უმძიმესი პრობლემა აქვს, რომელიც ეკლესიის საქმეებში უხეშ და დანაშაულებრივ ჩარევას უკავშირდება და ამას მისი ტელეკომპანია უკვე ორი დღეა ამხელს.  „რუსთავი 2“ უკვე ორი დღეა, ამხელს ხელისუფლებასაც და ეკლესიის შიგნით მყოფ ზოგიერთ პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს. ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომლის გადაფარვასაც ცდილობენ. საქართველოს ხელისუფლება ჩაბმულია შეთქმულებაში ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, მათი რეაქციებიდან, ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან და როგორც, იმედია, გამოჩნდება მოგვიანებით გაკეთებული მაღალი იერარქების განცხადებიდან. ამას ვერ გადაფარავთ, უმძიმეს მდგომარეობაში ხართ. ღვთის წყალობით, პატრიარქი ჯანმრთელად არის და მთავარი გასაღები ამ ისტორიაში აქვს მას. მიხარია, რომ ეს ასეა. მიხარია, პირველ რიგში, როგორც იმ კონფესიის წარმომადგენელს, რომელსაც თავს მივაკუთვნებ და რომლის მეთაურია ილია მეორე და მიხარია, ასევე იმიტომ, რომ სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა“, - აღნიშნა გვარამიამ ბრიფინგზე.