ხელისუფლებამ უზრუნველყოს ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის ეფექტიანი სამართალწარმოება - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებას და ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს დანაშაულის სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. მათი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მკვლელობა სიძულვილის მოტივით მოხდა ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ.  ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ვიტალი საფაროვის მკვლელობის ეფექტიანი სამართალწარმოება - რადგან საქმე სიძულვილის მოტივით ჩადენილ მკვლელობას ეხება. მსგავსი ტიპის დანაშაულები, საფრთხეს და შიშის განცდას უქმნის იმ ჯგუფებს თუ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ უფლებადაცვით ღირებულებებს, არიან ტოლერანტები, გააჩნიათ ლიბელალური მიდგომები და ხმას იმაღლებენ სხვების უფლებების დასაცავად, ასევე - დისკრიმინაციის წინააღმდეგ. „აღსანიშნავია, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა სიძულვილის მოტივის გამოკვეთა საქმეზე, რაც ვიტალი საფაროვის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოძიებას მიმართა არაერთი რეკომენდაციით, საქმეზე შეცვლილიყო კვალიფიკაცია და მომხდარიყო სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, ასევე - ჯგუფურ დანაშაულზე აქცენტირება. დადებითად ვაფასებთ საქართველოს პროკურატურის მიერ გაზიარებულ რეკომენდაციას, კერძოდ - საქმეზე დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას და ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით ასევე ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას", - აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები: შეგახსენებს, რომ ხვალ, 16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება პირველი პროცესი  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე. პროცესამდე, 10:30 საათზე სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად. ორგანიზატორების თქმით, აქციაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ საჭიროა წინ აღვუდგეთ რასიზმსა და ქსენოფობიას.