ხვალ, აქცია 19:00 საათზე - „ბირჟა მაფიას" რეპერების მხარდასაჭერად

 
ხვალ, 10 ივნისს, 19:00 საათზე „ბირჟა მაფიას" რეპერების მხარდასაჭერად მოქალაქეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა-აქციას მოაწყობენ.    შსს-მ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.  ორივე მათგანს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.