ხვალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიება გაიმართება
12 სექტემბერს, თბილისის მასშტაბით წელს მეექვსედ განხორციელდება პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში არა-ერთი ღონისძიება გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით. წლევანდელი ღონისძიებების თემატური პრიორიტეტები იქნება „წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების“ 140 წლის იუბილე და სახელწმიფოებრივი დამოუკიდებლობის თემა და ანტისაოკუპაციო გზავნილები.
12:00 - თილისი. სიონის ტაძრის ეზო.
12:30 - მსვლელობის დაწყება სიონიდან მთაწმინდამდე.
ასევე, მსვლელობის დროს 5 ადგილას ორბელიანის მოედნის გაჩერებასთან, თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერში, მეტრო „თავისუფლების“ გაჩერებასთან, პარლამენტის წინ და პირველი სკოლის წინ გაჩერებასთან 5 სპიეკერი გამართავს 10-10 წუთიან მინი-ლექციებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ენობრივ, ანტირუსულ და ანტიანექსიურ მოღვაწეობაზე.
14:30 - თბილისი. მთაწმინდის პანთეონი.
17:00 - თბილისში ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მონახულება, ექსკურსია;
18:30 - თბილისი. დასკვნითი ღონისძიება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
წელს, ტრადიციულად პროექტი სოციალურ და საგანმანათლებლო კომპონენტსაც შეითავსებს და საზღვრისპირა დასხლებებიდან - კაზრეთი, დისველი, რატევანი და რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოჰყავს 60 მოსწავლე, რომლებიც ჩაერთვებიან დაგეგმილ აქტივობებში. ახალგაზრდები რომლებიც სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო მოკლებული არიან კულტურულ და შემცნებით აქტივობებზე წვდომას.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება; სოციალური ნაწილის მხარდამჭერები: შპს „ნაყინი - ლიდერი XXI“, შპს „ველინგტონი“; საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანიები: „ერთსულოვნება“, „ლიბერალი“, „კვირა“, „არტინფო“, „ადამს-მედია“.