ხვალ სტუდენტები თსუ-ის ეზოში აქცია-კონცერტის ჩატარებას გეგმავენ
ხვალ თსუ-ის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით მუსიკალური აქცია-კონცერტი არის დაგეგმილი, - ამბობს სტუდენტების აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძე.
„აქცია-კონცერტის შინაარსი არის ის, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას დავუმტკიცოთ, სოციალური კაპიტალისა და მეგობრობის საფუძველზე, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, შესაძლებელია მუსიკალური ღონისძიების ჩატარება", - თქვა ლორთქიფანიძემ.
ორშაბათს კი სტუდენტები საპროტესტო დემონსტრაციის განაახლებას გეგმავენ.