ხვალ თბილისში ტურინის „იუვენტუსის“ საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართება

 
ტურინის „იუვენტუსი“ საქართველოში, სავარაუდოდ, საწვრთნელ ბანაკს ხსნის. ინფორმაციას კომპანია „გეოპლანტის” დამფუძნებელი მიხეილ ჭკუასელი ავრცელებს. „იუვენტუსის“ საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია ხვალ სასტუმრო „რივერსაიდში“ 10:00 საათზეა დაგეგმილი. ბანაკის ქართველი ორგანიზატორების თქმით, დეტალური ინფორმაცია „იუვენტუსის“ ბანაკის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.