ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

 
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. 2017 წლის გამოცდების ჩატარების  განრიგი საქართველოს მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით.  თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.  დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: