კიდევ ერთი განკარგულება „წითელი ნუსხის" ხეების მოჭრაზე

 
საქართველოს მთავრობამ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კიდევ ერთი განკარგულებით [2016 წლის 4 ოქტომბრის N 2095], „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრაზე თანხმობა მისცა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ უფლება მიიღო ხელვაჩაურის, ქედისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები მოჭრის: ა) კაკლის ხე – 70  ინდივიდი; ბ) ჩვეულებრივი წაბლი  – 13 ინდივიდი; გ) კოლხური მუხა – 11 ინდივიდი. 30 სექტემბრის განკარგულებით კი ამავე კომპანიას ასევე აქვს მიღებული „წითელი ნუსხის“ ხეების მოჭრაზე თანხმობა: კერძოდ, 30 სექტემბრის განკარგულებით მოჭრის ნებართა გაიცა შემდეგ ჯიშებზე: ა) კაკლის ხე – 47  ინდივიდი; ბ) ჩვეულებრივი წაბლი – 397 ინდივიდი; გ)  კოლხური მუხა – 105 ინდივიდი; დ) უთხოვარი – 3 ინდივიდი; ე) მცირენაყოფიანი ბალამწარა – 4 ინდივიდი. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ხეების მოჭრის უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიიღო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით. განკარგულებით, კომპანია ვალდებულებას იღებს, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით. ინფოგრაფიკა► მსხვერპლი ხეები წითელი ნუსხიდან „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების მოჭრაზე მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა კოლხური ბზა, წაბლი და ძელქვა - წითელი ნუსხის ხეებს ხარაგაულშიც მოჭრიან