კილაძე: სამართალდამცავებს ალბათ რამდენიმე კვირა უნდა მივცეთ მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად

 
გამოძიებას კონკრეტულ ვადებს ვერ დავუწესებთ. ეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოხდება. გონივრულ ვადაზე, რამდენიმე კვირაზეა ალბათ საუბარი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ საქმის გამოძიება - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ,  აფგან მუხთარლის საქმის შესახებ. დღეს ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ჟურნალისტები, მათივე თქმით, ირაკლი კობახიძესა და  სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მათ არ შეხვდა. მოგვიანებით კილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ჟურნალისტების ნათქვამი, თითქოს შეხვედრასთან დაკავშირებით მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან პასუხი ვერ მიიღეს. „ის, რომ ჩვენ პასუხი არ გავეცით შეხვედრის მოთხოვნაზე, არის ტყუილი. როცა მომივიდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს სურთ შეხვედრა, ფიზიკურად არ გახლდით ქალაქში. ჩამოვედი ორი დღის შემდეგ. ამიტომ ის ფაქტი, რომ პასუხი არ გავეცით, არის ტყუილი. პრესცენტრმა გასცა პასუხი, რომ მე პირადად არ ვიყავი ქალაქში, შესაბამისად, ვერც შევხვდებოდი“ - ამბობს კილაძე. ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომაზე მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია გამართეს ჟურნალისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. „არ შეგრჩებათ“, „თავისუფლება მუხთარლის“, - ჟურნალისტები პარლამენტს მოუწოდებენ, მთავრობამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება გამოიძიოს.  „ჩვენს განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე არც კი გამოეხმაურა. საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ, სანამ არ დადგინდება, ვინ გაიტაცა საქართველოდან ჟურნალისტი", - აღნიშნა ჟურნალისტმა, ნინო ზურიაშვილმა.