კლინტონი თუ ტრამპი - საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მოსახლეობის არჩევანი

 
ანალიზისა და კონსულტაციების სააგენტო “აისეთმა“ “ფეისბუქის“ მეშვეობით გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოსახლეობამ მიიღო. კითხვა შემდეგი იყო - ვის მისცემდნენ ხმას, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ შეგეძლოთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ქვეყნიდან ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას სურს. გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ არჩევნებში კლინტონს მისცემდა ხმას, ხოლო 34% - დონალდ ტრამპს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ შედეგები პირიქითაა. გამოკითხულთა 71% დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას უჭერს მხარს, 29% კი - ჰილარი კლინტონისას. მოსახლეობის მხარდაჭერა ტრამპმა ყაზახეთშიც მოიპოვა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 65%-მა მას დაუჭირა მხარი, ხოლო 35%-მა - ჰილარი კლინტონს.