კობახიძე არასამთავრობოებზე - როდესაც რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, ის დასაბუთებული უნდა იყოს
კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები პრაქტიკულად აღარ არის დარჩენილი, კონსტიტუციური კანონი გადაღეჭილია, ისე არის მომზადებული ახალი დოკუმენტი, თითოეული მუხლი არის ზედმიწევნით გავლილი - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის მოწოდებას, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყოს.
"როდესაც რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, ის უნდა იყოს დასაბუთებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მოწოდება საფუძველს მოკლებულია:
"სამი რაუნდი ჩავატარეთ ჩვენ შეხვედრების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ვატარებთ საკომიტეტო განხილვებს და ამას დაემატება პლენარული განხილვები. ამაზე მეტად ფიზიკურად ვერ განიხილავ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს".