კობახიძემ არ უპასუხა შეკითხვას, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას

 
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას ინაუგურაციაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრების შესახებ არ უპასუხა. ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა დედა.  ამ წუთებში თელავში ერეკლე მეფის სასახლეში საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის მზადება მიმდინარეობს. სასახლის ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან მიწვეული სტუმრები. მათ შორის - ნიკოლა სარკოზი და სხვა უცხოელი სტუმრები, რომლებიც სპეციალურად ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ საქართველოში.