„კოკა-კოლას კონტრაქტი პოლიტიკური ფიგურისთვის ფულის შეწირვას გვიკრძალავს“- თემურ ჭყონია

 
„კოკა-კოლას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია bm.ge -თან საუბარში აცხადებს, რომ „კოკა-კოლას“ კონტრაქტით არ აქვს უფლება, პოლიტიკურ ფიგურას ფული შესწიროს.  თემურ ჭყონია ამბობს, რომ  „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა, როგორც ფიზკურმა პირმა, ისე შესწირა.  „ვახტანგს ნათესავები ჰყავს საფრანგეთში და იქიდან იცნობს სალომეს, ხოლო, როგორც ასეთი, კომპანია „კოკა-კოლას“ არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიტიკურ ფიგურას ფული შესწიროს, ამას ჩვენი კონტრაქტიც გვიკრძალავს“ - აცხადებს ჭყონია bm.ge-თან საუბარში.  პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი თანხა 50 ათასი დოლარი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა, ვახტანგ ლაღიძემ  შესწირა. საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს.  სალომე ზურაბშვილმა თავის თავს 40 ათასი დოლარი შესწირა