კომპანიამ ნენსკრაჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა

 
ნენსკრაჰესის მშენებელმა კომპანიამ - „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. კომპანიის ცნობით, ამჟამად 5 ივლისის სტიქიით დროს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 10-მდე ერთეული. „აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად შემდეგი სამუშაოები იწარმოება: დროებითი არხის გაყვანა, მდინარის დინების მიმართულების შესაცვლელად, დამცავი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქვაყრილის მოწყობა და შემდგომ მდინარის პირვანდელ კალაპოტში მოქცევა", - აცხადებენ კომპანიაში. სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „საქართველოს სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.