კონკურსის შედეგები ცნობილია - "რეალური სივრცე" ეთერში რჩება

 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. კომისიის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის რამდენიმე გადაცემა შეირჩა. მათ შორის: სოციალური თოქ-შოუ "რეალური სივრცე"  კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა  გიორგი ასანიშვილი  - „ნაცნობი მელოდიები“ კულტურის სიახლეების მიმოხილვა  თეონა ჯორბენაძე   -  „Modem/Art“ ჯანსაღი ცხოვრება მარი მალაზონია -„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ სოფლის მეურნეობა  თამარ ბოლქვაძე  - "ფერმა" საბავშვო შემეცნებითი გადაცემა დალი ხოჯავა - "სუპერ გმირი"  თამარ ციციშვილი - „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“ ნინო კელაურიძე - "წიგნების თარო"  ნინო გოგოლაური  "გურმანი" სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017-2018 წლების საეთერო სეზონისთვის საეთერო ბადის განახლებასთან დაკავშირებით, გადაცემების შესარჩევად კონკურსი  2017 წლის 3 აპრილს გამოცხადდა, კონკურსის ფარგლებში სულ 153 პროექტი შემოვიდა, აქედან 37 მეორე ეტაპზე გადავიდა, მესამე ეტაპზე კი 15 პროექტი გადავიდა.  გადაცემები 12-კაციანმა კომისიამ შეარჩია, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე ხელმძღვანელობდა.  კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი - თამარ ბართაია, სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი. აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: თეო მაზმიშვილი- წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი. რუსუდან მანჯგალაძე - სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი თემურ გოგოლაძე- წარმოების დეპარტამენტის უფროსი კახაბერ ბუხრაშვილი - ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი რუსუდან ახვლედიანი- კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი თამარ კაციტაძე - ონლაინ მედია ხელმძღვანელი