კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელთა ასარჩევი კვორუმი შესაძლოა, გაიზარდოს
უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების (მათ შორის თავმჯდომარეების), იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და სახალხო დამცველის ასარჩევი კვოტა შესაძლოა, 76-დან 90 ხმამდე გაიზარდოს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლება მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში ნაწილობრივ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც აღნიშნული თანამდებობის პირების ასარჩევად კვალიფიციური უმრავლესობის საჭიროებას უწევს რეკომენდაციას.
პარლამენტის შემადგენლობის 3/5-ით (90 ხმა) გენერალური პროკურორის არჩევა კი კობახიძეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.