კრიშტიანუ რონალდოს მადრიდის პროკურატურამ გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა

 
EURONEWS-ის ცნობით, მადრიდის პროკურატურამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდოს 2011-2014 წლებში გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა. პროკურატურა ფეხბურთელს 14.7 მლნ ევროს ედავება. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რონალდო სხვადასხვა ბიზნესოპერაციის გზით ახერხებდა, თავი აერიდებინა ესპანური საგადასახადო სისტემით დაკისრებული მოვალეობებისთვის. საქმე პროკურატურაში ესპანური საგადასახადო სააგენტოს ცნობის საფუძველზე აღიძრა.