ყველაფერი იპოთეკური სესხის შესახებ.
სამყარო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ცხოვრების ამ სწრაფ ტემპთან ერთად იცვლება ადამიანების მიზნები და მისწრაფებები. თუ გასულ წლებში ადამიანის ოცნება რაიმე მარტივის მიღწევა ან მიღება იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანებს მეტი და მეტი სურთ, მეტი გამოგონება, მეტი სწრაფი სიახლე, მეტი აღმოჩენა. თუმცა ამ ყველაფერის ფონზე უცვლელია საკუთარის ქონის სურვილი. სახლის, სადაც შენს იდეებს, განწყობას, მდგომარეობა ეყრება საფუძველი, სახლი სადაც შენს მნიშვნელოვან, კარგსა თუ რთულ დღეზე დაიწყებ ფიქრს.
და კი, მაშინაც როცა განვითარების თითქმის იმ ეტაპამდე მივედით, რომ დედამიწიდან გაღწევას ვცდილობთ, ფინანსური პრობლემები მაინც ყველგანაა.
დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქირით და ქირის თანხა მუდმივად სტაბილურიც არაა სამწუხაროდ. იმ ხელფასების ფონზე რომლის რეალობის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, რთულია გაწვდე გადასახადებსა და ქირას და ამავდროულად უზრუნველყო საკუთარი თავი ან ოჯახი ბუნებრივი საჭიროებებით. საკმაოდ ბუნებრივიცაა უკვე ის ფაქტი, რომ ადამიანები რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და ფაქტიურად დღე თუ ღამე გათანაბრებული აქვთ.
და მაინც, ვისი ოცნება არ არის საკუთარი ჭერის ქონა?
დღესდღეობით ითვლება, რომ უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს. იმის გამო, რომ ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაკეთება ყველას არ შეუძლია ფინანსების გამო, არსებობს იპოთეკური სესხი, რომელიც საუკეთესო გამოსავალია სახლისა თუ ბინის შესაძენად.
•რა არის იპოთეკური სესხი? როგორ მუშაობს და რა უნდა გავითვალისწინოთ იპოთეკური სესხის სარგებლობისას? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს? - მოდი, ყველა დეტალი გავიაროთ და თავად გადაწყვიტე იპოთეკური სესხი საუკეთესო გამოსავალი არის თუ არა.
კერძო იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი იგივე გრძელვადიანი სესხია, რომელსაც ადამიანები იღებენ უძრავი ქონების შეძენის, მშენებლობის ან რემონტის მიზნით. ამ პროცესში სესხის უზრუნველყოფა ხდება მსესხებლის უძრავი ქონებით ან ამ კონკრეტული შეძენილი უძრავი ქონებით, რაც ორგანიზაციისთვის არის იმის გარანტია, რომ თუ მსესხებელი ვალდებულებას ვერ გადაიხდის, კომპანია თანხას მისი უძრავი ქონების გაყიდვით დაიბრუნებს.
ახლა კი თუ ეს ყველაფერი არასასიამოვნოდ ჟღერს, მოდი გავარკვიოთ ის თუ რატომ უნდა აიღოთ იპოთეკური სესხი?
》ვინაიდან უძრავი ქონების შეძენა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, იპოთეკური სესხი საუკეთესო საშუალებაა. იპოთეკური სესხები ხშირად უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთით გაიცემა, ვიდრე სამომხმარებლო სესხები.
》თავიდან აიცილებთ ქირას -
ბინის ქირაობაში გადახდილი თანხა დაკარგულია, გარდა ამისა გადასახადი თითქმის არასდროსაა სტაბილური და მისი გაზრდა შეიძლება უცებ მოხდეს. იპოთეკაში გადახდილი თანხით კი სახლი ან ბინა საბოლოოდ თქვენ გრჩებათ.
》ვინაიდან უძრავი ქონების ფასი მუდმივად იზრდება, დღეს შეძენილი ბინა მომავალში შესაძლოა გაცილებით ძვირი გახდეს, რაც სასარგებლო ისევ თქვენთვისაა.
》იპოთეკას აქვს ხანგრძლივი დაფარვის ვადა, სესხები 10-დან 30 წლამდე ვადით გაიცემა.
იპოთეკურ სესხს თან ახლავს გარკვეული რისკები:
》 ვინაიდან იპოთეკური სესხი საკმაოდ გრძელვადიანია, კარგად უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ გადახდას სტაბილურად შეძლებთ.
》არის შემთხვევები, როდესაც იპოთეკური სესხი გაიცემა ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სესხის შენატანი შესაძლოა გაგეზარდოთ.
》თუ შეგექმნებათ ფინანსური პრობლემები და ვერ შეძლებთ სესხის გადახდას, ასეთ შემთხვევაში ბანკი გაყიდის თქვენს უძრავ ქონებას ვალის დაფარვის მიზნით.
იპოთეკური სესხის შერჩევა
იპოთეკური სესხის აღებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბევრ მიმზიდველ შეთავაზებას წააწყდებით სოციალურ ქსელში და არა მარტო, შესაბამისად რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც მიმზიდველ წინადადებებშია დახატული.
იმისთვის, რომ იპოთეკური სესხი აიღოთ, შეადარეთ სხვადასხვა ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობები ერთმანეთს. აუცილებლად დააკვირდით წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რაც სესხს ახლავს თან.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აუცილებლად გათვალეთ თქვენი შემოსავლები, ხარჯები, სტაბილურობა და რამდენად შეძლებთ დიდი ხნის მანძილზე ვალდებულების გადახდას.
იპოთეკური სესხი საუკეთესო საშუალებაა უძრავი ქონების შესაძენად, მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ იქამდე კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ ყველა დეტალი.
აუცილებლად შეადარეთ ბანკებისა და მიკროსაფინანსოების შეთავაზებები ერთმანეთს და აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო პირობები.