კვირიკაშვილი: სასტუმროების ნაწილში დაფინანსება უცხოურ ვალუტაშიც შემოგვაქვს

 
„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესწორებები შეგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დაბლა ვწევთ დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს,” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი განმარტებით, დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარი 150 ათასი ლარი და 75 ათასი დოლარის ეკვივალენტი იქნება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროების ნაწილში დაფინანსება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი. „სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრებები, იმისთვის, რომ გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.