კვირიკაშვილი: ვფიქრობთ, ფასიანი გზა ავაშენოთ ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე

 
ვფიქრობთ, რომ ხარაგაულის გზა შესაძლოა, გამოყენებული იქნას, როგორც ალტერნატიული გზა, რათა ფასიანი გზა ავაშენოთ ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის პროგრამას ისმენენ. კვირიკაშვილის თქმით, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე დასრულებულია მიზანშეწონილობის კვლევა და ის გარკვეული დაზუსტებებს ტრეფიკის დასაშვებობის კუთხით კიდევ საჭიროებს. „ამაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მართვასა თუ მშენებლობაში ჩართულნი იყვნენ კერძო კომპანიები, ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს და  და უახლოეს მომავალში დავასრულებთ ამ პროექტს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.