კვირიკაშვილი: ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ტელევიზიით გვიყურებენ მოქალაქეები

 
„მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ყოველ საღამო ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები“, - ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს უსმენენ.  „საერთოდ, პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ალბათ ფიზიკის კანონები მოქმედებს. ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკივიდრეობას ბუნებრივი რეაქციები მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ, გვქონდეს სტაბილურობის შეგრძნება და მთლიანად საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ. მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვიქეცით ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილად. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს. რა განცხადებებიც იყო ამ 3 წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ რომ ეს მოსალოდნელიც იყო. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მემკვიდრეობა იყო მხოლოდ უარყოფითი, მაგრამ განსაკუთრებით 2007 წლიდან მოყოლებული ძალიან მძიმე 5 წელი გავიარეთ და მე აღარ მინდა ამ საკითხებზე საუბარი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.