კვლევა: 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2% ჩართულია ბავშვთა შრომაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571.1 ათასი ბავშვი ცხოვრობს, მათ 52.9%-ს ბიჭები შეადგენენ. ბავშვების ნახევარზე მეტი 58.4% ცხოვრობს ქალაქად. მთლიანი მოსახლეობის ანალოგიურად, 5-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს.
5-17 წლის ასაკი ბავშვების 5.8% ეკონომიკურად აქტიურია (დასაქმებული). ქალაქის ტიპის დასახლებაში ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულია ბავშვების 1.6%, ხოლო სოფლებში - 11.4%.
საოჯახო საქმეებაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტი - 56.8%, მათ შორის -გოგონების 61.3% და ბიჭების 53.8%. ამ საქმიანობას ბავშვები კვირაში, საშუალოდ, 2.9 საათს უთმობენ. გოგონები, ბიჭებთან შედარებოთ საოჯახო საქმეების შესრულებას კვირაში საშუალოდ 1.3 საათით მეტ დროს უთმობენ, სოფლებში ეს სხვაობა 1.8 საათზს შეადგენს.
ყოველი 10 მომუშავე ბავშვიდან დაახლოებით 8 ბავშვი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ისინი, ძირითადად, ეხმარებიან ოჯახურ საწარმოებაში/მეურნეობაში თვითდასაქმებულ ოჯახის წევრებს.
კვლევის მიხედვით, ოჯახურ საწარმო მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე 5-17 ასაკის ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 8- ჯერ აღემატება ამავე ასაკის დაქირავებით მომუშავე ბავშვების რაოდენობას. უფროს ასაკობრივ ჯგუფებში იზრდება ბავშვების ჩართულობა სხვა დარგებში და, შესაბამისად, მცირდება დასაქმებულ ბავშვებში ოჯახურ მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე ბავშვების წილი.
საქსტატის მონაცემებით, 10-17 წლის ასაკის დასაქმებული ბავშვები კვირაში საშუალოდ 11.8 საათს მუშაობენ, ქალაქში ბავშვები შედარებით მეტს მუშაობენ, ვიდრე სოფლებში (შესაბამისად, 14.7 და 11.1 საათი კვირაში), რაც იმით აიხსნება რომ ქალაქში დაქირავებით დასაქმებულია 31.1%, ხოლო სოფელში - მხოლოდ 6.4%. დაქირავებით დასაქმებულთა კვირაში, საშუალოდ, ნამუშევარი საათები 27.7-ს უტოლდება, რაც საგრძნობად აღემატება თვითდასაქმებულთა (9.9 საათი) ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ბავშვები მუშაობენ კვირაში, საშუალოდ, 10.2 საათს, ამასთან, სოფლის მეურნეობის ქვედარგებიდან, მემცენარეობაში დასაქმებული ბავშვები მუშაობენ 12.0 საათს, მეცხოველეობაში დასაქმებულები - 11.2 საათს, ხოლო შერეულ სოფლის მეურნეობაში - 8.7 სათს.
10-17 წლის ასაკის დასაქმებულ ბავშვთაგან ყველაზე მეტი - 63%, მუშაობის ძირითადად მიზეზად ოჯახურ საწარმოს/ მეურნეობის დახმარებას ასახელებს, 23.8 %- შემოსავლის გაზრდას, ხოლო დასაქმებული ბავშვების 19.6% უნარების შესასწავლად მუშაობს.
ბავშვთა შრომა და სახიფათო შრომა
კვლევის მიხედვით, 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2% ჩართულია ბავშთა შრომაში - ამ ასაკის ბიჭების 6.3% და გოგოენების 1.9%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების ნახევარზე მეტი - 51. 8* 5-13 წლისაა (მსუბუქი სამუშაოსთვის დასაშვები მინიმალური ასაკის ქვევით).
ბავშვთა შრომაში სოფლის ტიპის დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვია ჩართული, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებაში. კერძოდ, ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 63.9% „სახიფათო სამუშაოს„ ასრულებს, ხოლო 36.1 % ჩართულია „სახიფათოსგან განსხვავებულ ბავშვთა შრომაში“. კვლევის ავტორების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველშო დასაქმებისთვის დასაშვები მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 16 წელს შეადგენს, ბავშთა შრომაში ჩართული 16-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების 100% სახიფათო შრომით კატეგორიაშია.
სქესის მიხედვით, სახიფათო შრომით დაკავებულია ბავშთა შრომაში ჩართული ბიჭების 67.4% და გოგონების 51.4%. ქალქის ტიპის დასახლებაში სახიფათო სამუაშაოს ასრულებს ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 78.6%, ხოლოს სოფლის ტიპის დასახლებებში 61.1%.
კვლევის მიხედვით, ბავსვების უდიდესი ნაწილი 90.7% მხოლოდ სწავლითაა დაკავებული, 5.2% ერთდროულად სწავლობს და მუშაობს, ხოლო იმ ბავშვების წილი, რომლებიც არც მუშაობს და არც სწავლობს, 3.5%-ია.