კვლევა: რაც უფრო ხშირად ეხუტებით ბავშვს, მით უფრო მეტად ვითარდება მისი გონება

 
თუ ხარ ისეთი მშობელი, რომელიც ყოველთვის ეხუტება ბავშვს, არ უნდა შეწყვიტო ეს. ოჰაიოს ბავშვთა ეროვნული საავადმყოფოს ახალი კვლევის თანახმად, ფიზიკური ურთიერთობა ბავშვის განვითარების პერიოდში იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ეგონათ. რაც უფრო ხშირად ეხუტება მშობელი შვილს, მით უფრო მეტად ვითარდება მისი გონება. კვლევაში 125 ბავშვი იყო ჩართული. შედეგებმა აჩვენა, რომ ნაადრევი მშობიარობით დაბადებული ბავშვები შედარებით ნაკლებად რეაგირებდნენ ფიზიკურ ურთიერთობაზე. ასევე აღმოჩნდა, უფრო მეტად ვითარდებოდა იმ ბავშვების გონება, რომლებსაც მეტი ფიზიკური კონტაქტი ჰქონდათ მშობლებსა თუ კლინკის პერსონალთან. კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ ნატალი მეიტრის თქმით, ეს კვლევა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სულ უბრალო ფიზიკური კონტაქტი, თუნდაც ჩახუტება. „ნაზი ფიზიკური კონტაქტი, ბავშვის კანზე შეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული მშობიარობის დროს, რომ მათი განვითარება გაუტოლდეს იმ ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებს, რომლებმაც მუცელში 9 თვე სრულად გაატარეს“, - ამბობს დოქტორი მეიტრი.