ლაშა დარსალია: აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე მსჯელობა დღეს გაგრძელდება

 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და დელიმიტაციის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ამჟამად საზღვრის 1/3-ია აზერბაიჯანთან შესათანხმებელი, რომელშიც რამდენიმე რთული მონაკვეთი შედის. როგორც ლაშა დარსალია ამბობს, დელიმიტაციის კომისიის ფარგლებში აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარმოადგენს, დღეს კვლავ იმსჯელებენ. „შეხვედრაზე ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, ცალსახად არის დელიმიტაციის საკითხი. დაახლოებით 2/3-ი არის საზღვრის შეთანხმებული, დარჩენიალია 1/3-ი. მათ შორის რამდენიმე რთული მონაკვეთი, რომელზეც კომისია მუშაობს და აგრძელებს მსჯელობას. დღეს მოხდება უკვე არგუმენტებზე მსჯელობა და მუშაობის გაგრძელება სხვადასხვა შეუთანხმებელ მონაკვეთთან დაკავშირებით. მიზანი არის ცალსახა, რომ მივაღწიოთ პოზიციების შეჯერებას შეუთანხმებელ მონაკვეთებზე“, - თქვა ლაშა დარსალიამ „რუსთავი 2-თან“.