ლეილა მუსტაფაევა: დახმარება და საქართველოს მოქალაქეობა აფგანს უფრო სჭირდება, ვიდრე მე
„ჩემი მეუღლის, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან მოქალაქეობა. დახმარება მე კი არა, აფგან მუხთარლის სჭირდება, მოქალაქეობა მას უფრო სჭირდება, ვიდრე მე“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ განუცხადა.
ლეილა მუსტაფაევას თქმით, ძველი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, სავარაუდოდ, საუბარი უსაფრთხოების ზომებს შეეხება. თუმცა, მისივე თქმით, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მუსტაფაევას უსაფრთხოება ან მოქალაქეობა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს, მას შემდეგ დაიკარგა, რაც თავის მეგობარს შეხვდა კაფეში. მუხთარლის ადვოკატები აცხადებენ, რომ მის მოტაცებაში ქართველი პირებიც მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პრეზიდენტი მზადაა, გამონაკლისის წესით, მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მოქალაქეობა მიანიჭოს