ლეილა მუსტაფაევა პრემიერის განცხადებაზე: საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ მინდა

 
აფგან მუხთარლის მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი წლის წინ ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს იმ არგუმენტით, რომ სახიფათო საქმიანობით იყო დაკავებული.  „საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უნდა ვთქვა უარი, რაც არ მინდა. მე ერთი წლის წინ მოვითხოვე ბინადრობის ნებართვა და მაშინ მითხრეს, თქვენ სახიფათო საქმეებით ხართ დაკავებულიო, - უარი მითხრეს. ახლა რამე შეიცვალა? აღარ ვარ საშიში? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების საქმიდან შოუს ნუ დადგამენ. უმჯობესია, სამართლამდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ. დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება" - ამბობს მუსტაფაევა.  დღეს აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადება პრემიერმა გაავრცელა, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიანიჭოს მუხთარლის ცოლსა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.  პრემიერი: მივმართავ პრეზიდენტს, მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მოქალაქეობა მიანიჭოს