„ლელოს" კიდევ 12 ახალი წევრი ჰყავს - რა გეგმები აქვს მოძრაობას
„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 12 კაციან ლიდერთა ახალი წევრები გააცნო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს" ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება და საზოგადოებრივი მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ფორმით ყველა მათგანს წარადგენს. მისი თქმით, პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე - რაიონებში.
საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან მათი მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ისინი წარმატებას 20 ან 30 ლარით მომატებული ხელფასით და პენსიით არ შეაფასებენ, რომელიც მითუმეტეს წინასაარჩევნოდ ჩნდება.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მათი მოძრაობის წარმატების საზომი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება იქნება.
„ლელოს" ახალი წევრები არიან: