ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო „ტვ პირველში" სამძიმრის წიგნი გაიხსნა

 
გამორჩეული ჟურნალისტის და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის (ჯაკოს) გარდაცვალების გამო TV პირველში სამძიმრის წიგნია გახსნილი. „კოლეგების და მეგობრების სახელით მადლობას გიხდით თანაგრძნობისთვის", - წერს „ტვ პირველი".  ლევან ჩხაიძე გუშინ ბუდაპეშტში გარდაიცვალა.