ლია გიგაური მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება

 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლია გიგაური პროფესიული განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სამინისტროში დაუდასტურეს.  დღემდე ლია გიგაური ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილე იყო.  ირინა აბულაძე სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. ზოგადი განათლების მიმართულებით, მინისტრის მოადგილის თანამდებობას ირინა აბულაძე დაიკავებს. პროფესიული განათლების მიმართულებით - ლია გიგაური. მოადგილეების თანამდებობას ინარჩუნებენ თეიმურაზ მურღულია და ალექსანდრე თევზაძე. კულტურის მიმართულებით მოადგილე იქნება ლევან ხარატიშვილი, სპორტის მიმართულებით კი - შალვა გოგოლაძე. გუშინ გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, რეორგანიზაციას შესაძლოა, მოჰყვეს შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება.