„ლიბერალის" ახალი ხედვა და სარედაქციო ჯგუფი
ახალი ხედვა
დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა „ლიბერალის“ განახლებულ სარედაქციო ჯგუფში ჩართვა. „ლიბერალი“, როგორც საჯარო პლატფორმა, სოციალური სივრცე და სანდო მედიაწყარო, უკვე 10 წელია წარმატებით მუშაობს. წლების განმავლობაში ეს პლატფორმა თავს უყრის განსხვავებულ, საინტერესო მოაზროვნეებს, მწერლებსა და ბლოგერებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ პროცესებზე. ხშირად ქმნიან კიდეც ამ პროცესებს.
ჩვენ, როგორც „ლიბერალში“ „ახალმოსულებმა“, გვინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატოთ წინა სარედაქციო გუნდების მიმართ. წლების განმავლობაში მაღალპროფესიული, მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მათ შეძლეს საზოგადოების ნდობის მოპოვება.
აღსანიშნავია „ლიბერალის“ მნიშვნელობა სოციალური საკითხებისა და უმცირესობების პრობლემატიკის საჯარო დღის წესრიგში წარმოჩენისას. „ლიბერალი“ ყოველთვის გამოირჩეოდა გენდერული თემების, შრომითი ურთიერთობის საკითხების, განათლების სისტემის, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და უმცირესობების პრობლემების თანმიმდევრული გაშუქებით. „ლიბერალის“ ახალი სარედაქციო გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას იმავე ინტენსიურობითა და გულისხმიერებით განვაგრძობთ.
ამავე დროს, მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ვხედავთ ბევრ დაბრკოლებას, რომელთა გადალახვაც ახალ გუნდთან ერთად გვსურს, და ვხედავთ შესაძლებლობასაც, რომელსაც გუნდის ახალ წევრებთან ერთად ხორცს შევასხამთ.
თვალსაჩინოა პოლიტიკური კრიზისი. მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობა მრავალგზის დაკარგეს. პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც მეინსტრიმმედია აშუქებს, კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოების პოლარიზებას. ამავდროულად, თითქმის არ განიხილავს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც მოქალაქეთა უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა. საზოგადოების ამგვარი პოლიტიზების გამო:
კრიზისის თვალსაჩინოებასთან ერთად, ვფიქრობთ, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევაც გარდაუვალია. საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ პრობლემეთან გამკლავებაა. კონკრეტული სოციალური საკითხების თანმიმდევრული გაშუქებით გვსურს წვლილი შევიტანოთ მედიის განვითარებაში, რომ დღის წესრიგში არსებული პრობლემატიკა პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. მეორე მხრივ, ღია, კრიტიკული ანალიზითა და პოლიტიკური მიუკერძოებლობით, გვსურს გავაჩინოთ დიალოგის სივრცე სოციალურად გამიჯნულ ჯგუფებს შორის - ერთიანი სააზროვნო და საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით წარმოვადგინოთ განსხვავებული სოციალური თუ პოლიტიკური პოზიციონირების მქონე მოაზროვნეები, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეალიზების პოტენციალი და გაძლიერდეს ქმედითი, კრიტიკული დისკურსი.
ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებლად მიგვაჩნია ფინანსური დამოუკიდებლობა, ისევე როგორც ჩვენი პლატფორმის პოპულარობა, რისთვისაც განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ვებგვერდზე ვმუშაობთ და შემოდგომის ბოლოს წარმოგიდგენთ განახლებულ პლატფორმას. მანამდე კი, სარედაქციო ჯგუფის გაზრდასთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას!
სარედაქციო გუნდი
შორენა შავერდაშვილი
გამომცემელი, მთავარი რედაქტორი
ლიზა ჟვანია
აღმასრულებელი რედაქტორი
ბესარიონ (ბუსა) ჟვანია
პოლიტიკა, ბიზნესის განვითარება
გიორგი ცინცაძე
რედაქტორი - გარემო და ეკოლოგია, სოციალური საკითხები
ნუცა დევიძე
სოციალური მედიამენეჯერი
გუგა ვარდიაშვილი
განათლება, მეცნიერება
მზიკო ლაპიაშვილი
განათლება, ჯანმრთელობითი განათლების საკითხები
მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის არაერთ პროექტში; 2012 წელს წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ლონდონში. უკვე 10 წელია მუშაობს სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით და სიხარულით მონაწილეობს სხვადასხვა ქართული ბრენდის შექმნის პროცესში. ასევე ინგლისურიდან თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას.
გატაცებულია ტაი-ჩით და სუდოკუთი, განსაკუთრებით უყვარს მცენარეებთან და ცხოველებთან ურთიერთობა.
ლევან ხერხეულიძე
ფოტორედაქტორი
1994 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსისტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
2002 წლიდან მუშაობდა ფოტოგრაფად სხვადასხვა მედიაგამოცემაში.
2002-2005 წლებში - გაზეთში “24 საათი”.
2005–2008 წლებში - ჟურნალში “ცხელი შოკოლადი”.
2009 წლიდან დღემდე “ლიბერალის” ფოტორედაქტორია.
ფოტოგრაფიისადმი დამოკიდებულება: "ხილულზე მეტის დანახვას თუ არ ესწრაფვი, ვერაფერს დაინახავ" - რუთ ბერნჰარდი.