„ლიბერალის“ ფოტოკონკურსი

 
„ლიბერალი“ აცხადებს ყოველთვიურ ფოტოკონკურსს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კონკურსის წესების თანახმად, თითოეულმა ავტორმა მხოლოდ ერთი ფოტო უნდა გამოგზავნოს. ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება „ლიბერალის“ Facebook-გვერდზე.   საკონკურსო  ფოტოების მიღება დაიწყება 21 იანვრიდან და დასრულდება 25 თებერვლის 24 საათზე. როგორ გამოვლინდება გამარჯვებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით, „ლიბერალის“ Facebook-გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან გამოვლინდება მნახველების 3 რჩეული ფოტო. ასევე, 3 რჩეულ ფოტოს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია. ჟიურის თავმჯდომარეა „ლიბერალის“ ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე. გამარჯვებული ფოტოები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და ინსტაგრამზე, წლის ბოლოს კი კონკურსის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. ფოტოკონკურსის პირველი თემაა: სიყვარული ფოტო, შეიძლება, გადაღებული იყოს როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილურით. მიიღება  შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები.