„ლოგიკურია, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა კანდიდატი არ დაასახელოს" - გია ვოლსკი

 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 1tv.ge- სთან საუბარში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, გონივრული ნაბიჯი გადადგას და ქვეყანას საშუალება მისცეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის შესაბამისად აირჩიოს. გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს კანდიდატის წარდგენის კონსტიტუციური უფლება აქვს, მაგრამ გარკვეული ლოგიკა არსებობს იმაშიც, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა შესაძლოა, წარდგენისგან თავი შეიკავოს და გონივრული ნაბიჯი გადადგას. „ეს იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და კარგი“, – აცხადებს გია ვოლსკი. დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა