ლონდონის პოლიციამ 4 ივნისის ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულები გაათავისუფლა

 
ლონდონის პოლიცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 4 ივნისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.  ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში სულ 12 პირი დააკავეს.  4 ივნისს, სამი ტერორისტი ლონდონის ხიდზე ავტომანქანით რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. შემდეგ მათ ბორო-მარკეტთან გადაინაცვლეს, სადაც მანქანიდან გადავიდნენ და დანებით დაესხნენ თავს გამვლელებს. ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 48 ჰოსპიტალიზებულია. მათგან 21-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია.