მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია, წერტილი - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის" ეთერში თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა.
„მე დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ. მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი, წერტილი", - აცხადებს გიორგი გახარია და განაგრძობს, - „ამის შემდეგ, ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება გავრცელებული... ეს მას ჰკითხეთ, მე ასე მარტივად ბრალდებებს არ ვაცხადებ, თან ეთერში, იმიტომ, რომ მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია".
„არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით მეუბნება, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ", - ამბობდა ხაზარაძე.