მარგველაშვილი თორდიას საქმეზე: ასეთი თემების ჩაფარცხვა ცუდად დაუბრუნდება სახელმწიფოს
„დღეს გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარის გარდა. მე ვკითხულობ, როდის უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გენერალურ აუდიტორსა და უწყების სხვა თანამშრომლებთან შეხვედრისას .
პრეზიდენტის შეფასებით, რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ინციდენტს მკაფიო პასუხი სჭირდება. ასეთი თემების გამოუძიებლობა და ჩაფარცხვა ქვეყანას ცუდად დაუბრუნდება.
„მოხდება რაღაც და ამას მოჰყვება ჩაფარცხვა, რის შედეგადაც კონკრეტული საკითხები პასუხგაუცემელია და კითხვის ნიშნები ისმის სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დგას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თუ ამას მოვშლით, ამით პრობლემას ვუქმნით ამ ინსტიტუტებს, სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს. მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები არის სერიოზული პრობლემა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასეთი თემების არგამოძიება, ჩაფარცხვა, ცუდად დაუბრუნდება სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს“.