მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრა

 
მარნეულში ქალმა მამაკაცი დაჭრა. როგორც შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.