მარტვილში ქვის საამქროში 46 წლის მუშა დაიღუპა
მარტვილში, სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში მომუშავე მამაკაცი, სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და დაიღუპა.
როგორც ლიბერალს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო - სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„ფაქტს არავინ შესწრებია, როცა ნახეს უკვე გარდაცვლილი იყო. რა მოხდა ზუსტად არავინ იცის - იქ ჩავარდა თუ, გულმა უმტყუნა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სალხინოში მერის წარმომადგენელმა, გია ჯიჯელავამ.