მაშველებმა მტკვარში დაკარგული ძმებიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

 
მტკვარში მაშველებმა ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის, 25 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება გუშინ 15 საათზე შევიდა და მაშველები 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მტკვარში ექვსი საათის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილის 7 საათზე განახლდა. მეორე ძმას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.  უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი ძმა მტკვარში შევიდა, მეორემ კი მისი დახმარება სცადა. ნაპირზე მათი თანმხლები პირებიც იმყოფებოდნენ, თუმცა დახმარება ვერ შეძლეს.